რატომ უნდა აირჩიოთ ცისკოს ქსელური აკადემია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში?
რატომ უნდა აირჩიოთ ცისკოს ქსელური აკადემია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში?
კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან Сisco-ს მარშრუტიზატორების და კომუტატორების ბაზაზე კომპიუტერული ქსელის ინფრასტრუქტურის დაგეგმვას და ადმინისტრირებას. ასევე განიხილება ქსელში მოქმედი პროტოკოლები, მონიტორინგის მექანიზმები და შეცდომების აღმოჩენა-აღმოფხვრის მექანიზმები. კურსის თეორიულ ნაწილში პრაქტიკულად წარმოადგენილია ნებისმიერი მწარმოებლის მოწყობილობების ფუნქციონირების ტექნოლოგია და პრინციპები.
კურსი შედგება სამი მოდულისგან:
1. CCNAv7 Intro to Networks (ITN)
2. CCNA v7 Switching, Routing, and Wireless Essentials (SRWE)
3. CCNA v7 Enterprise Networking, Security and Automation (ENSA)
სწავლების დღეები: ორშაბათი- შაბათი
ჩვენს აკადემიაში ისწავლება Cisco CCNA R&S 7.0. ეს კურსი წარმოადგენს Cisco CCNA-ს განახლებულ ვერსიას, რომელშიც გათვალისწინებულია თანამედროვე ბაზრის მოთხოვნები, რაც ეხმარება კურსდამთავრებულს სამუშაო ადგილის მოძიებაში, როგორც ადგილობრივ ასევე მსოფლიო ბაზარზე. პროგრამაზე მსმენელად მიიღება ნებისმიერი მსურველი, რომელიც გაივლის ცენტრში მიღების წესებით დადგენილ გასაუბრებას, რაც ამოწმებს პერსონალური კომპიუტერის არქიტექტურის, ოპერაციული სისტემისა და ინგლისური ენის ცოდნას (უნდა შეეძლოს წაკითხულის გააზრება).
Cisco-ს საერთაშორისო აკადემიის მიმდინარე სიახლეები და ღონისძიებები
2017 წლის ივნისში, პროექტის ყველა პარტნიორ კოლეჯში, დაფუძნდა სისკოს საერთაშორისო აკადემია. აკადემიების გამართულ...
სრულად ნახვამიმდინარე პროექტის ფარგლებში ინფორმაციის ტექნოლოგიების სპეციალისტების ჩართულობით ითარმნა სისკოს პროგრამა IT Essential-ის სასწავლო...
სრულად ნახვარატომ უნდა აირჩიოთ ცისკოს ქსელური აკადემია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში?