CISCO-ს აკადემიის სასწავლო პროგრამები

რატომ უნდა აირჩიოთ ცისკოს ქსელური აკადემია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში?

Cisco IT Essentials

Cisco CCNP

Cisco CCNA-6.0 განახლებული ვერსია

მოცემული კურსი, ქართულ ენაზე ნათარგმნია ჩვენი აკადემიის მიერ!

კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან Сisco-ს მარშრუტიზატორების და კომუტატორების ბაზაზე კომპიუტერული ქსელის ინფრასტრუქტურის დაგეგმვას და ადმინისტრირებას. ასევე განიხილება ქსელში მოქმედი პროტოკოლები, მონიტორინგის მექანიზმები და შეცდომების აღმოჩენა-აღმოფხვრის მექანიზმები. კურსის თეორიულ ნაწილში პრაქტიკულად წარმოადგენილია ნებისმიერი მწარმოებლის მოწყობილობების ფუნქციონირების ტექნოლოგია და პრინციპები.

კურსი შედგება ოთხი მოდულისგან:

1. კომპიუტერული ქსელის საფუძვლები
2. მარშრუტიზაციის და კომუტაციის საფუძვლები
3. კომპიუტერული ქსელის მასშტაბირება
4. გლობალური ქსელის ტექნოლოგიები

Cisco-ს ქსელური აკადემიის CCNA კურსზე რეგისტრაცია – ჯგუფის ნომერი #CN20182

ჩვენს აკადემიაში ისწავლება Cisco CCNA R&S 6.0. ეს კურსი წარმოადგენს Cisco CCNA-ს განახლებულ ვერსიას, რომელშიც გათვალისწინებულია თანამედროვე ბაზრის მოთხოვნები, რაც ეხმარება კრსდამთავრებულს სამუშაო ადგილის მოძიებაში, როგორც ადგილობრივ ასევე მსოფლიო ბაზარზე. პროგრამაზე მსმენელად მიიღება ნებისმიერი მსურველი, რომელიც გაივლის ცენტრში მიღების წესებით დადგენილ გასაუბრებას, რაც ამოწმებს პერსონალური კომპიუტერის არქიტექტურის, ოპერაციული სისტემისა და ინგლისური ენის ცოდნას (უნდა შეეძლოს წაკითხულის გააზრება).

  • This field is for validation purposes and should be left unchanged.

მიმდინარე სიახლეები და მოვლენები

Cisco-ს საერთაშორისო აკადემიის მიმდინარე სიახლეები და ღონისძიებები

საქართველოს 9 კოლეჯში ცისკოს აკადემიების დაფუძნება

მარტი 20, 2018by

2017 წლის ივნისში, პროექტის ყველა პარტნიორ კოლეჯში, დაფუძნდა სისკოს საერთაშორისო აკადემია. აკადემიების გამართულ...

სრულად ნახვა

IT Essentials ქართულად

მარტი 20, 2018by

მიმდინარე პროექტის ფარგლებში ინფორმაციის ტექნოლოგიების სპეციალისტების ჩართულობით ითარმნა სისკოს პროგრამა IT Essential-ის სასწავლო...

სრულად ნახვა

რატომ ცისკოს ქსელური აკადემია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში?

რატომ უნდა აირჩიოთ ცისკოს ქსელური აკადემია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში?

Cisco-ს ოქროს პარტნიორი

ჩვენი ქსელური აკადემია 10 წელია ცისკოს ოფიციალური ოქროს პარტნიორია

გაქართულება

ცისკოს სასწავლო პროგრამების ქართულ ენაზე თარგმნა, დანერგვა და სწავლება.

აკადემიების მხარდამჭერი

ჩვენი აკადემია საქართველოში წარმოადგენს ცისკოს აკადემიათა ოფიციალურ მხარდამჭერ ცენტრს.

ინსტრუქტორები

ჩვენი ინსტრუქტორები აღიარებულია ცისკოს საერთაშორისო ქსელური აკადემიის მიერ.