კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან Сisco-ს მარშრუტიზატორების და კომუტატორების ბაზაზე კომპიუტერული ქსელის ინფრასტრუქტურის დაგეგმვას და ადმინისტრირებას.ასევე განიხილება ქსელში მოქმედი პროტოკოლები, მონიტორინგის მექანიზმები და შეცდომების აღმოჩენა-აღმოფხვრის მექანიზმები. კურსი თეორიულ ნაწილში პრაქტიკულად წარმოადგენილია ნებისმიერი მწარმოებლის მოწყობილობების ფუნქციონირების ტექნოლოგია და პრინციპები.

კურსი შესდგება ოთხი მოდულისგან:

  1. კომპიუტერული ქსელის საფუძვლები
  2. მარშრუტიზაციის და კომუტაციის საფუძვლები
  3. კომპიუტერული ქსელის მასშტაბირება
  4. გლობალური ქსელის ტექნოლოგიები

 

პირველ მოდულში განხილულია OSI და TCP/IP პროტოკოლების სტეკები და მათი ფუნქციონირების პრინციპები. მოცემულია თითოეულ შრეზე მოქმედი პროტოკოლების დეტალური განხილვა ისეთების როგორიცაა ETHERNET, TCP, UDP, SMTP, POP, IMAP და სხვა. ასევე განხილულია IPv4 და IPv6 დამისამართების პრინციპები.

მეორე მოდულში განხილულია კომპიუტერულ ქსელში მარშრუტიზაციის და კომუტაციის პრინციპები. ქსელში ვირტუალიზაციის რეალიზაცია (VLAN), NAT პროტოცოლი, ქსელურ რესურსებზე დაშვება-შეზღუდვების  ორგანიზაბე (ACL). მოწყობილობათა აღმოჩენის და მონიტორინგის მექანიზმები.

მესამე მოდულში განხილულია კომპიუტერულ ქსელში სარეზერვო არხების ორგანიზაცია(STP),  არხის გამტარუნარიანობის გაზრდა და სარეზერვო გეითვეის ორგანიზება. ასევე განხილულია დინამიური მარშრუტიზაციის პროტოკოლები და შეცდომების აღმოჩენა-აღმოფხვრის მექანიზმები.

მეოთხე მოდულში განხილულია გლობალური ქსელში კავშირის ორგანიზაციის საშუალებები, ვირტუალური კერძო ქსელები(VPN), ავტონომიურ სისტემებს შორის მოქმედი მარშრუტიზაციის პროტოკოლი(BGP). ასევე განხილულია პრიორეტიზაციის მეანიზმები(QOS), ქსელში არსებული უსაფრთხოების მექანიზმები და შეცდომების აღმოჩენა-აღმოფხვრის მეთოდები.

რეგისტრაცია

გაირეთ რეგისტრაცია ცისკოს საერთაშორისო პროგრამებზე
  • აირჩიეთ სასურველი პროგრამა, რაშიც გაივლით რეგისტრაცია